ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ომის გამარჯვების დეტალურ გეგმას ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს წარუდგენს

ნახვები: 503 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ომის გამარჯვების დეტალურ გეგმას ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს წარუდგენს

უკრაინა ომის გამარჯვების დეტალურ გეგმას ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს წარუდგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ამ გეგმის შესახებ უკვე ისაუბრა იტალიაში აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრისას.

„გეგმის ყველა ნაბიჯს სრულად წარვუდგენთ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს, ტრამპსა და ჰარისს. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია შემოდგომის დასაწყისში უკრაინის პოზიციების გამყარება – ჩვენი ქალაქების დაცვა რუსული ტერორისგან და მეტი შესაძლებლობა ფრონტზე ჩვენი მეომრებისთვის“, – ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კიევი აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან საუბრის შედეგებზე დიდ იმედებს ამყარებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა