ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ნინო ლომჯარია -სადაც ერთპარტიულობაა, ის არ არის დემოკრატიული ქვეყანა

ნახვები: 483 ნინო ლომჯარია -სადაც ერთპარტიულობაა, ის არ არის დემოკრატიული ქვეყანა

მხოლოდ მმართველი პარტიის წევრების გადასაწყვეტი არ არის ქვეყანა იქნება დემოკრატიული თუ იქნება ავტორიტარიზმი, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ქართველ ხალხს კი ეს არ უნდა, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმა - „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლება მკაფიოდ გამოხატავს, რომ არა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების გაუქმებაც სურს.

„მმართველი პარტიის ეს განცხადება სერიოზულად რომ მივიღოთ, ძალიან მძიმე რეაქცია უნდა მოჰყვეს, იმიტომ, რომ მრავალპარტიულობა არის ის, რაც დემოკრატიის საფუძველი და საყრდენია. სადაც არსებობს ერთპარტიულობა, მხოლოდ ის პარტიები არიან, ვინც მმართველი პარტიისთვის არის მოსაღები, ის არ არის დემოკრატიული ქვეყანა, ეს არის ავტორიტარიზმი და ავტოკრატია. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამ ბაქიბუქს საფუძველი ჰქონდეს. ვფიქრობ, ყველამ ასე მიიღო, პარტიებმაც და საზოგადოებამაც არ აღიქვეს ეს სერიოზულად, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ ხელისუფლებას მართლა ასე უნდა იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოების შემთხვევაში, ეს მან დაადასტურა, მიიღო კანონი, რომელიც აქრობს და ანადგურებს სამოქალაქო სექტორს. რა თქმა უნდა, მათ ამის გაკეთება ენდომებათ, უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ რეალისტურია. მხოლოდ მმართველი პარტიის წევრების გადასაწყვეტი არ არის ეს ქვეყანა იქნება დემოკრატიული თუ იქნება ავტორიტარიზმი, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ქართველ ხალხს კი ეს არ უნდა“,- განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე განცხადება არ ჟღერს დემოკრატიულად.

„ეს გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა“, - აცხადებს ჯეიმს ო'ბრაიენი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა