ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ალექსანდრ სირსკი - ბოლო 6 დღის განმავლობაში მტერი არც ერთი მეტრით წინ არ წასულა

ნახვები: 471 ალექსანდრ სირსკი - ბოლო 6 დღის განმავლობაში მტერი არც ერთი მეტრით წინ არ წასულა

უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ პოკროვსკი არ დაკარგოს და ამაში კურსკის ოპერაცია ეხმარება. კერძოდ, ამან ოკუპანტებს ნაწილების მანევრირების შესაძლებლობა წაართვა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მოსწყვიტა თუ არა კურსკის ოპერაციამ რუსული ძალები პოკროვსკის მიმართულებას და შეიძლება თუ არა უკრაინას პოკროვსკი დაკარგოს, გენერალმა უპასუხა, რომ მტერი ბოლო 6 დღის განმავლობაში არც ერთი მეტრით წინ არ წასულა, ამიტომ უკრაინის სტრატეგია მუშაობს და ახლა ისინი აძლიერებენ თავდაცვას პოკროვსკის ტერიტორიაზე.

„რა თქმა უნდა, მტერმა მოახდინა თავისი ყველაზე გაწვრთნილი ნაწილების კონცენტრირება პოკროვსკის მიმართულებით, მაგრამ ჩვენ მას წავართვით ნაწილების მანევრირებისა და ნაწილების სხვა მიმართულებებიდან გადმოსროლის შესაძლებლობა“, - განმარტა სირსკიმ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს პოკროვსკიდან ბევრი ჯარისკაცი არ გადაუყვანია, ახლა ოკუპანტებს არ შეუძლიათ თავიანთი რეზერვების ისე მანევრირება, როგორც ადრე.

„პოკროვსკის მიმართულება, ფაქტობრივად, ჩვენთვის ყველაზე პრობლემურია, სხვა მიმართულებებით ვითარება უფრო სტაბილური გახდა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სტრატეგია სწორად იქნა არჩეული და სასურველ შედეგს მოგვიტანს“, - აღნიშნა სირსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა