ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ირაკლი კობახიძე - იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იქნება თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, თავისუფლება იქნება ამოსავალი წერტილი

ნახვები: 490 ირაკლი კობახიძე - იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იქნება თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, თავისუფლება იქნება ამოსავალი წერტილი

იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იქნება თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თავისუფლება იქნება ამოსავალი წერტილი და განმსაზღვრელი პრინციპი.

„ორგანიზაციების თავისუფალ საქმიანობას რაც შეეხება, ამის მთავარი გარანტია იქნება გამჭვირვალობა. თქვენ იცით, პრობლემებს რა ქმნის სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით. ქმნის ის, რომ ისინი არ არიან გამჭვირვალე და შესაბამისად, არ არიან ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების წინაშე. ამისგან განსხვავებით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იქნება თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე. ეს არის პრინციპული განსხვავება. გამჭვირვალობის პირობებში საზოგადოება დააკვირდება, რამდენად სწორად ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაციები და რეალურად, რამდენად ხდება ამ ორგანიზაციების მიერ ეროვნული ინტერესების რეალიზება.

თავისუფლებას რაც შეეხება, თავისუფლება იქნება ამოსავალი წერტილი და განმსაზღვრელი პრინციპი. ამის გარეშე, იგივე რომ ავიღოთ კორუფციასთან ბრძოლა, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუტების გაძლიერებასთან დაკავშირებული ამოცანები და ა.შ. თავისუფლების გარეშე ვერც ერთის ამოცანა ეფექტიანად ვერ შესრულდება. იმის გამო, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არ იყო გამჭვირვალე, არ ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ისინი სინამდვილეში იყვნენ დაკავებული პოლიტიკური საქმიანობით. აქ იქნება ყველაფერი განსხვავებულად, ორგანიზაციების საქმიანობა იქნება გამჭვირვალე, ამოცანები იქნება შესატყვისობაში სრულად საქართველოს ეროვნულ ამოცანებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავნერგავთ თვისებრივად ჯანსაღ და განსხვავებულ პრაქტიკას, იმისგან განსხვავებულს, რაც იყო მანამდე დაკავშირებული ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა