ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

„კოალიცია ცვლილებისთვის“ - პარლამენტში არჩეული კოალიციის არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს „ქართული ოცნების“ რეჟიმთან

ნახვები: 501 „კოალიცია ცვლილებისთვის“ - პარლამენტში არჩეული კოალიციის არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს „ქართული ოცნების“ რეჟიმთან

საქართველოს მოქალაქეების ინტერესების, ჩვენი სამშობლოს ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების ინტერესებში, „კოალიცია ცვლილებისთვის“პარლამენტში არჩეული არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეჟიმთან, რასაც ვადასტურებთ ჩვენი ხელმოწერებით, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

მათ შესაბამის განცხადებას ხელი მოაწერეს.

„მე, როგორც დაფაზე მწერალი კაცი, წავიკითხავ და მოვაწერ ხელს. საქართველოს მოქალაქეების ინტერესების, ჩვენი სამშობლოს ევროპული ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების ინტერესებში, „კოალიცია ცვლილებისთვის“ პარლამენტში არჩეული არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეჟიმთან, რასაც ვადასტურებთ ჩვენი ხელმოწერებით. ვიდრე ხელს მოვაწერ, ვიტყვი, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჩვენ, კოალიცია ჩავთვლით, რომ უნდა იყოს პარლამენტის წევრი, მხოლოდ მას შემდეგ მოხვდება საპარლამენტო სიაში, როცა ხელს მოაწერს ამ განაცხადს“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა