ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ირაკლი კობახიძე - ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ საქართველოში ლიბერალურ ფაშიზმს, რაც არის ისეთივე მიუღებელი იდეოლოგია და მიმდინარეობა, როგორიც იყო ბოლშევიზმი

ნახვები: 529 ირაკლი კობახიძე - ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ საქართველოში ლიბერალურ ფაშიზმს, რაც არის ისეთივე მიუღებელი იდეოლოგია და მიმდინარეობა, როგორიც იყო ბოლშევიზმი

ლიბერალური ფაშიზმი უნდა დამთავრდეს საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების შემდეგ ლიბერალური ფაშიზმი საბოლოოდ დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლიბერალური ფაშიზმი არის ისეთივე მიუღებელი იდეოლოგია და მიმდინარეობა, როგორიც იყო ბოლშევიზმი 100 წლის წინ.

„იცით, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელზე იყო ვერბალური თავდასხმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში და ეს ყველაფერი დასრულდა ფატალური შედეგით. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი და აქ არ შეიძლება არავითარი ორმაგი სტანდარტების დაშვება. სადაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, სადაც ვიღაც იწონებს ფიზიკურ თუ ვერბალურ თავდასხმას ადამიანებზე, იქ უკვე ღრმავდება ასეთი პროცესები. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, ნუ იმოქმედებენ ორმაგი სტანდარტებით. ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ საქართველოში ლიბერალურ ფაშიზმს, რაც არის აბსოლუტურად ისეთივე მიუღებელი იდეოლოგია და მიმდინარეობა, როგორიც იყო ბოლშევიზმი 100 წლის წინ“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა