ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

შს მინისტრის მოადგილე - ეძგვერაძე ცდილობდა პოლიციელებისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეეშალა

ნახვები: 518 შს მინისტრის მოადგილე - ეძგვერაძე ცდილობდა პოლიციელებისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეეშალა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, უწყება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ირაკლი ეძგვერაძეს სასამართლოში ადმინისტრაციული წესით - პოლიციის მიმართ შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობას ედავება.

მისივე თქმით, ეძგვერაძე შს სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან შესაძლოა არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, რაზეც გამოძიება დაწყებულია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

“მომხდარის თაობაზე შს სამინისტრომ განცხადება გააკეთა. როგორც საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, გლდანში, კონკრეტული ნარკოდანაშაულის გამოვლენისა და მასზე რეაგირების ფაქტზე საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ტარდებოდა. ეძგვერაძე ცდილობდა პოლიციელებისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეეშალა. ჩვენი არაერთი მოწოდების მიუხედავად, მან მსგავსი ქმედება არ შეწყვიტა.

ჩვენ ის ადმინისტრაციული წესით დავაკავეთ. სასამართლოში განხილვები მიმდინარეობს. პირველი პროცესი ჩატარდა, სადაც ჩვენ შესაბამისი მტკიცებულებები წარვადგინეთ. იყვნენ მოწმეები, ვინც აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ. ველით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს დარახველიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა