ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ უნდა, დანიშნოს ორგანიზაციები, ვითომ არასამთავრობოები დაარქვას, ბიუჯეტიდან დააფინანსოს, მოკლას მათი მიუკერძოებლობა და ძარცვოს ქვეყანა

ნახვები: 515 გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ უნდა, დანიშნოს ორგანიზაციები, ვითომ არასამთავრობოები დაარქვას, ბიუჯეტიდან დააფინანსოს, მოკლას მათი მიუკერძოებლობა და ძარცვოს ქვეყანა

კორუფციულ ფაქტებს როდესაც ავლენს სამოქალაქო სექტორი, მათთვის მიუღებელია. უნდათ, რომ ქვეყანა ძარცვონ, ეს ძარცვის უფლება შეინარჩუნონ და ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს მოკლას მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ირაკლი კობახიძემ პირდაპირი აღიარებითი ჩვენება მოგვცა. თურმე, რატომ ებრძვიან არასამთავრობო სექტორს, რა აღელვებს კობახიძეს, ივანიშვილს და მის დაჯგუფებას, ამ კითხვებზე პასუხი გვითხრა კობახიძემ. მათ აწუხებთ ის, რომ კორუფციულ ფაქტებს როდესაც ავლენს სამოქალაქო სექტორი, მათთვის მიუღებელია. უნდათ, რომ ქვეყანა ძარცვონ, ეს ძარცვის უფლება შეინარჩუნონ და ახლა, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდათ რომ აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად. ისინი ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მიუკერძოებლები კი არ უნდა იყვნენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდათ რომ დააფინანსონ, რათა ისინი აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად. როგორც პროკურატურა, ანტიკორუფციული ბიურო თუ სამართალდამცავი ორგანიზაციები აფარებენ ხელს მათ კორუფციულ ძარცვის სქემებს, ისე დააფაროს მათ მიერ შექმნილმა სამთავრობო ორგანიზაციებმა - „არასამთავრობო ორგანიზაციების“ სახელით მათ კორუფციულ სქემებს. ზუსტად ეს არის რატომაც ვერ ვიღებთ 14 მილიარდ ევროს ევროკავშირისგან. 14 მილიარდ ევროს საქართველო მიიღებს ევროკავშირისგან, თუ არსებობს გარანტია, რომ ამ 14 მილიარდ ევროს ვინმე არ მიითვისებს. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ამის გარანტი, მიუკერძოებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტიც. კობახიძე ამბობს, ჭირსაც წაუღია 14 მილიარდი ევრო, მთავარია ჩვენმა, ივანიშვილის გარემოცვამ ძარცვოს ეს ქვეყანა. უნდათ, რომ დანიშნოს ორგანიზაციები, ვითომ არასამთავრობოები დაარქვას, ბიუჯეტიდან დააფინანსოს, მოკლას მათი მიუკერძოებლობა და ძარცვოს ქვეყანა. გაგაღარიბონ თქვენ და თვითონ გამდიდრდნენ. ეს აღიარებითი ჩვენება მოგვცა კობახიძემ. როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები არასამთავრობოები იყვნენ?! ამას ებრძვის „ქართული ოცნება“. უნდათ, ძარცვის უფლება შეინარჩუნონ. მოკლან დამოუკიდებელი ინსტიტუციის სახით მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მათ უკონტროლებენ ხარჯებს, ტენდერებს“, -აღნიშნა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა