ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მოსკოვსა და რამდენიმე რეგიონს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს

ნახვები: 499 მოსკოვსა და რამდენიმე რეგიონს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს

რუსეთში აცხადებენ, რომ მოსკოვსა და სხვა რეგიონებში ათეულობით უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის, სულ მცირე, 14 მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა. შედეგად, რამენსკოეში ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის მერმა, სერგეი სობინიანმა გაავრცელა.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ 05:23 საათზე, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 14 დრონი ჩამოაგდეს პოდოლსკის, რამენსკოეს, ლუბერეცის, დომოდედოვოსა და კოლომნას საქალაქო ოლქებში. რამენსკოეში დაზიანდა მრავალსართულიანი სახლები. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 46 წლის ქალი დაიღუპა.

მოსკოვზე განხორციელებული შეტევის დროს რუსეთის დედაქალაქის აეროპორტებში რეისების მიღება და შესრულება დროებით შეწყდა. დაიხურა ვნუკოვოს, შერემეტიევოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში. გაუქმებულია დაახლოებით 45 რეისი.

ამასთან, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე 59 დრონი გაანადგურეს. როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბოგომაზმა თავის ტელეგრამ-არხზე განაცხადა, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კალუგის ოლქშიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა