ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ჯო ბაიდენის - უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების აკრძალვის გაუქმების საკითხი ახლა მუშავდება

ნახვები: 511 ჯო ბაიდენის - უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების აკრძალვის გაუქმების საკითხი ახლა მუშავდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია სწორედ ახლა მუშაობს უკრაინის მიერ რუსეთთან ომში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის საკითხზე, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კერძოდ, კითხვაზე, მოხსნის თუ არა აშშ შეზღუდვებს უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ომში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ მისი ადმინისტრაცია ამ საკითხს „ახლა ამუშავებს“.

სააგენტო წერს, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს მიაწოდოს ან დაუშვას იარაღის გამოყენება, რომელსაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის მიყენება შეუძლია, რადგან ვაშინგტონი შიშობს, რომ ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

„კიევის სხვა მოკავშირეები აწვდიან იარაღს, მაგრამ შეზღუდვებით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და როდის შეიძლება მათი გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე, იმ შიშიდან გამომდინარე, რომ ასეთმა დარტყმებმა შეიძლება შურისძიების პროვოცირება მოახდინოს, რაც ნატო-ს ქვეყნებს ომში ჩაითრევს, ან ბირთვული კონფლიქტის პროვოცირებას გამოიწვევს“, - წერს Reuters-ი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა