ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

კამალა ჰარისი - დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა

ნახვები: 504 კამალა ჰარისი - დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა

დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა, იმიტომ, რომ პუტინის დღის წესრიგში არ არის მხოლოდ უკრაინა, - ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მეტოქესთან, „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

„გასაგებია, რატომ არიან ევროპელი მოკავშირეები და ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეები ასე მადლიერები, რომ თქვენ აღარ ხართ პრეზიდენტი და რომ ჩვენ გვესმის მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ალიანსის, ნატო-ს მნიშვნელობა და რაც გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ზელენსკის და უკრაინელების უნარი, თავიანთი დამოუკიდებლობისთვის ებრძოლათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი კიევში იჯდებოდა და თვალი დანარჩენი ევროპისკენ ეჭირებოდა, დაწყებული პოლონეთიდან“, - აღნიშნა ჰარისმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი დიქტატორია.

"ის დიქტატორია, რომელიც ლანჩზე შეგჭამთ", - მიმართა ჰარისმა ტრამპს.

დებატების დროს უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ვერ უზრუნველყო მშვიდობა მას შემდეგ, რაც გაგზავნეს უკრაინისა და რუსეთის ლიდერებთან მოლაპარაკებისთვის, რაზედაც ჰარისმა უპასუხა, რომ ის შეხვდა არა ვლადიმერ პუტინს, არამედ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

„რეალობა ისაა, რომ ამერიკა ყოველთვის უნდა დადგეს, როგორც ლიდერი, რომელიც იცავს საერთაშორისო წესებსა და ნორმებს. როგორც ლიდერი, რომელიც ავლენს ძალას, გვესმის, რომ ალიანსები, რომლებიც ჩვენ გვაქვს მთელს მსოფლიოში, დამოკიდებულია ჩვენს უნარზე, გავუფრთხილდეთ ჩვენს მეგობრებს და არ მივცეთ უპირატესობა ჩვენს მტრებს, რადგან თქვენ ეთაყვანებით ძლიერებს, ნაცვლად იმისა, რომ ზრუნავდეთ დემოკრატიაზე,”- განაცხადა ჰარისმა დონალდ ტრამპის საპასუხოდ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა