ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნების მზადების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა

ნახვები: 481 ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნების მზადების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა

ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნების მზადების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები იყო.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენციის, ამომრჩეველთა ინფორმირების, აღნიშნულ არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციების და უწყების წინაშე დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მიაწოდა.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებში.

ცესკოს თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა საარჩევნო პროცესში ნეიტრალური და ობიექტური დაკვირვების მნიშვნელობის შესახებ.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელიც დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას. შეხვედრის ფარგლებში ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, რომელიც არჩევნების ადმინისტრირებას უკავშირდება. ვფიქრობ, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი რეკომენდაციებისა და შეფასებების გაზიარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობს, არჩევნებში ჩართულ მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ აქტივობის შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ადმინისტრირებისთვის ახორციელებს“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

თავის მხრივ, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოუენ მერფიმ ცესკოს თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ დამკვირვებლების შესახებ, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით დააკვირდებიან. მან ასევე ისაუბრა სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებზე, რომელსაც ორგანიზაცია, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნებს.

ეუთო/ოდირის მისიას, რომელიც დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, ოუენ მერფი ხელმძღვანელობს.

მასთან ერთად დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის უფროსის მოადგილე მარსელ ნაჯი, საარჩევნო საკითხების ანალიტიკოსი მარცელა მაშკოვა, ანალიტიკოსი ანა მელიქიანი და ODIHR-ის საარჩევნო მრჩეველი/ოფიცერი საქართველოში ქსენია დაშუცინა.

შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა