ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში კიდევ ერთ ჯილდოზეა წარდგენილი

ნახვები: 528 ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში კიდევ ერთ ჯილდოზეა წარდგენილი

7 ოქტომბერს ავსტრიის ბუნდესლიგის ტრადიციული ღონისძიება „ბრუნო“ (ცნობილი ავსტრიელი ფეხბურთელის, ბრუნო პეცაის სახელობის დაჯილდოება) გაიმართება, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე ოთარ კიტეიშვილია წარდგენილი – ღონისძიების ორგანიზატორია ავსტრიის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირი.

სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე, კიტეიშვილის გარდა, გრაცის „შტურმის“ კიდევ ორი მოთამაშეა წარდგენილი – ჯონ გორენც-სტანკოვიჩი და ალექსანდრ პრასი, რომელიც ზაფხულში „ჰოფენჰაიმში“ გადავიდა.

გამოკითხვა ავსტრიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (VDF) ჩაატარა, „ბრუნოს“ გამარჯვებულები 7 ოქტომბერს ვენის „მარქს ჰოლში“ გამოვლინდებიან. სეზონის საუკეთესო ლეგიონერის ჯილდოზე კონრად ლეიმერი, მარსელ ზაბიცერი და ქსავერ შლაგერი არიან წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი უკვე დაასახელეს ავსტრიის ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, ხოლო „ტრანსფერმარკტმა“ ქართველი ნახევარმცველის ფასი სამიდან ხუთ მილიონამდე გაზარდა.

ოთარ კიტეიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული იყო ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებში, რომელმაც ჩეხეთი (4:1) და ალბანეთი (1:0) დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზეა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა