ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ჯიმ რიში - ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი

13.09.2024 ნახვები: 495

თუ სიმართლეა, რასაც ამბობთ ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი , - ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) სენატში მოსმენაზე განაცხადა, როდესაც მიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს.

სენატორის თქმით, არ ესმის რატომ უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც რუსეთი შეიჭრა ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც სურთ „კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში დაბრუნება“.

მან მაგალითად მოიყვანა ბალტიის ქვეყნები, სადაც სენატორის თქმით, მათ რუსეთთან საქმის დაჭერა არ უნდათ, არანაირი ფორმით.

ამასთან, სენატორმა აღნიშნა, რომ საქართველოში მომავალ არჩევნებს დააკვირდებიან.

„ 2012 წლიდან შორიდან ვაკვირდებოდით და არ გვესმოდა. ვხედავთ უკუსვლას, რეალურად, არ გვესმის. თქვენი ქვეყანა 4 მილიონ ადამიანზე ნაკლებია, ისე ჩანს, თითქოს, მინიმუმ, მნიშვნელოვანი მოძრაობაა, რომელიც წარსულ რუსულ მმართველობას და რუსულ რეპრესიებს ადიდებს. უბრალოდ არ გვესმის ეს. თქვენ მიიღეთ თავისუფლება რუსეთისგან და რატომ უნდა მიექანებოდეს ქვეყანა უკან? ვუყურებთ საქართველოს და ბალტიის სამ ქვეყანას, ვადარებთ. ეს პატარა ქვეყნებია. გეტყვით - ეს ხალხი ხშირად მოდის ჩვენთან, ერთიანები არიან, მყარად არიან, არ ეშინიათ, სურთ ჩვენი დახმარება, რუსეთთან საერთოდ არანაირი საქმე არ უნდათ, რომ ჰქონდეთ, ნებისმიერი ფორმით.

და მაინც, არის საქართველო, რომელსაც შეჭრით “ეწვია” რუსეთი, აიღო მისი ორი ტერიტორია, პირობა დადო, რომ წავიდოდა, მაგრამ ჯერაც აგრძელებს ტერიტორიების ოკუპაციას. იმას ვამბობ, რომ შეშლილების ჯგუფი ყოველთვის იქნება, მაგრამ რატომ უნდა იყოს ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებსაც, როგორც ჩანს, უკან კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში სურს დაბრუნება, რომელიც რუსეთს ჰქონდა.

გეტყვით, რომ მომავალ თვეში არჩევნებს დავაკვირდებით.

თუ სიმართლეა ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე რასაც ამბობთ, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი”, - განაცხადა რიშმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა