კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

თინა ბოკუჩავა - ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები

ნახვები: 567 თინა ბოკუჩავა - ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები

აშშ ძალიან დიდ ფოკუსირებას ახდენს იმ არჩევნებზე, რომელიც ოქტომბერში უნდა ჩატარდეს და უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ბედი, რაზეც ღიად ისაუბრეს კანონმდებლებმა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პარტნიორებთან ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენა, რადგან საქართველომ გაწევრიანების შემდეგ 14 მილიარდი ევროს დახმარება მიიღოს, რომელიც სხვადასხვა პროექტები დაფინანსდება.

„გუშინ აშშ-ში, სენატში ჩატარდა მორიგი მოსმენა საქართველოზე, ეს არის რიგით მესამე მოსმენა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სახით ძალიან დიდ ფოკუსირებას ახდენს იმ არჩევნებზე, რომელიც უნდა ჩატარდეს ოქტომბერში და რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ბედი, ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი. ამაზე გუშინ ღიად ისაუბრეს კანონმდებლებმა გუშინდელი სენატის მოსმენაზე, როდესაც მაგალითად საკმაოდ გავლენიანმა სენატორმა რიშმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით განაცხადა, რომ საქართველომ უნდა აირჩიო ისეთი ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები, აღვადგინოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და მიეცეს შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ მილიარდობით ევრო მიიღოს, რომელიც სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. მაგალითად - ეს 14 მილიარდიანი ფონდი სხვადასხვა ქვეყნებმა გაწევრიანების პროცესში გამოიყენეს იმისთვის, რომ სუბსიდირება მომხდარიყო კომუნალური გადასახადების, ან აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან მაგალითად დევნილები, მომხდარიყო ათასობის სტუდენტისთვის სრულად დაფინანსება - გაცვლითი პროგრამების, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობა, სამედიცინო მომსახურეების დაფინანსება - ეს არის 14 მილიარდი ევრო, რომელიც მომენტალურად - რომელ წამსაც საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე - ხელმისაწვდომი ხდება საქართველოსთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, იმ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგანან”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა