ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

CNN - დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ყოფილ პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებდა

ნახვები: 502 CNN - დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ყოფილ პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებდა

58 წლის რაიან უესლი როუთი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი, სოციალურ მედიაში დონალდ ტრამპს ხშირად აკრიტიკებდა,- ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

ტელეკომპანიის ცნობით, ივლისში, ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, როუთმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს მოუწოდა, სროლის შედეგად დაჭრილები მოენახულებინათ და მოკლულის პანაშვიდს დასწრებოდნენ.

„თქვენ და ბაიდენმა უნდა მოინახულოთ საავადმყოფოში ის ადამიანები, რომლებიც ტრამპის მიტინგზე დაიჭრნენ და დაესწროთ მოკლული პანაშვიდს, რადგან ტრამპი არასოდეს არაფერს გააკეთებს მათთვის“, - აღნიშნულია პოსტში, რომლითაც ეჭვმიტანილმა მაშინ კამალა ჰარისს მიმართა.

აპრილში კი მან დაწერა, რომ ტრამპს სურს, ამერიკელები მონებად აქციოს.

„დემოკრატია სასწორზეა, არ შეიძლება დავმარცხდეთ“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რომლითაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართა.

ამასთან, CNN-ი წერს, რომ ეჭვმიტანილი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა. 2022 წელს მან დაწერა, რომ მზად იყო, უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპულიყო. „ჩვენ უნდა გადავწვათ კრემლი“, - აღნიშნულია როუთის პოსტში. ამასთან, CNN-ის მიერ მოპოვებული ვიდეო და ფოტოების მიხედვით, ეჭვმიტანილი, რომელიც სამართალდამცავებმა დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს, 2022 წელს უკრაინაში იმყოფებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა