ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მეთიუ მილერი - აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით

ნახვები: 508 მეთიუ მილერი - აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით

აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებთან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ე.წ. უცხოური გავლენის კანონის მიღების გარდა, ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ძალადობრივად ჩაახშო მოქალაქეების პროტესტი ამ კანონის წინააღმდეგ. დღეს აშშ სანქციებს უწესებს საქართველოს მთავრობის ორ მაღალჩინოსანს და ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის ორ ლიდერს, ასევე 60-ზე მეტ პირზე უწესებს სავიზო შეზღუდვებს ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციულ ან სხვა ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობის გამო. ეს ქმედებები არის ჩვენი მხრიდან საქართველოსთან ყველა ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის შედეგი, რაც გამოწვეულია მუდმივი ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან მცდარი განცხადებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობასთან ათწლეულების განმავლობაში არსებული ჩვენი ურთიერთობის სულისკვეთებას“, – განაცხადა მილერმა.

მისივე თქმით, იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება იმ გზას, რომელსაც მისი ხალხი ირჩევს.

„საქართველოს მთავრობას შეუძლია, ხელახლა დაადასტუროს თავისი ევროატლანტიკური ტრაექტორია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და გაწვევით და ევროკავშირთან გაწევრიანების რეფორმების შესახებ არსებულ რეკომენდაციებზე მნიშვნელოვანი და გაზომვადი პროგრესის ჩვენებით. გასული 32 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო. ჩვენი დახმარება ორიენტირებული იყო საქართველოს უფრო ძლიერ და წარმატებულ ქვეყნად ქცევაზე, რომელსაც უფრო მეტად შეუძლია თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება იმ გზას, რომელსაც მისი ხალხი ირჩევს“, – აღნიშნა მილერმა.

2008 წლის ომთან დაკავშირებით ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ მილერმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი რუსეთის შეჭრის გამო.

„არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი რუსეთის შეჭრის გამო, ისევე, როგორც საქართველოს არ სჭირდება ბოდიშის მოხდა იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. რუსეთი არის აგრესორი, რომელიც შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს საქართველოს უკანონო ოკუპაციას. რუსეთი არის აგრესორი რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებით. რა თქმა უნდა, უკრაინა ამის ნათელი მაგალითია“, – თქვა მილერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა