ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში რეიტინგით პირველია

ნახვები: 478 ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში რეიტინგით პირველია

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში ჩატარებული 4 ტურის შემდეგ რეიტინგით საუკეთესო ფეხბურთელია, – ასეთია Sofascore-ს შეფასება.

იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კალიარი“ 4:0 დაამარცხა და 9 ქულით მეორე ადგილზეა. Sofascore-ის რეიტინგით (თამაშების შეფასების საშუალო არითმეტიკულით), ნეაპოლელთა ქართველ ლიდერს 8,28 ქულა აქვს და იტალიის ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავზე წინაა.

მეორე ადგილზეა „ტორინოს“ მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი 7,98 ქულით, ხოლო მესამეზე – „ინტერის“ თავდამსხმელი მარკუს ტურამი (7,83 ქულა). ხუთეულში ასევე შედიან ხვიჩას თანაგუნდელი ალესანდრო ბონჯორნო (7,73) და „უდინეზედან“ ფლორიან ტოვენი (7,73).

მოთამაშეთა საშუალო რეიტინგში მოსახვედრად მოთამაშეებს მატჩების 60%-ში მონაწილეობა უნდა ჰქონდეთ მიღებული.

კვარაცხელიამ „კალიარისთან“ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. Flashscore-მა ხვიჩას 8,6 ქულა დაუწერა, Whoscored-მა – 8,8 ქულა, ხოლო Sofascore-მა – 8,7 ქულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა