ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თინა ბოკუჩავა - სახაზინო დეპარტამენტის სანქციები არის მკაფიო გაფრთხილება აშშ-ის მხრიდან პირადად ივანიშვილის მიმართ

ნახვები: 506 თინა ბოკუჩავა - სახაზინო დეპარტამენტის სანქციები არის მკაფიო გაფრთხილება აშშ-ის მხრიდან პირადად ივანიშვილის მიმართ

[სანქციები] არის მკაფიო გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირადად ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლების მოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან და ისჯება მკაცრად, მათ შორის, ფინანსური აქტივების გაყინვით , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას" და მისი მოადგილის მილერი ლაგაზაურის, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, ივანიშვილმა უნდა გაიაზროს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ბოდიშს მტრის წინაშე არ იხდის, როგორც ის, რომ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი არის ევროინტეგრაციის გზა .

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები დასავლეთშია, ამიტომ მასზე მსგავსი სანქციების დაწესება არის ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება დაუდგეს.

„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები დააკისრა „ქართული ოცნების“ ორ მაღალჩინოსანს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც „ხარება“ და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს.

საზოგადოებას კარგად ახსოვს „ხარებად“ ცნობილი ზვიად ხარაზიშვილის სისასტიკე „რუსული კანონის“ აქციების დარბევისას, პირადად მისი მონაწილეობით და დავალებით სპეცრაზმელები უმოწყალოდ უსწორდებოდნენ სამოქალაქო აქტივისტებს, მოქალაქეებს და პოლიტიკურ ლიდერებს. სწორედ, ზვიად ხარაზიშვილი მონაწილეობით და მისი უშუალო დავალებით გაუსწორდნენ ფიზიკურად, უმძიმესი ფორმით ლევან ხაბეიშვილს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დააკისრა ასევე პრორუსული ჯგუფის ალტ-ინფოს ლიდერებს ზურაბ მახარაძეს და კონსტანტინე მორგოშიას ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის და ძალადობის წახალისებისთვის.

აღნიშნული ფინანსური სანქციები განხორციელდა ე.წ. მაგნიცკის გლობალური აქტის ფარგლებში, რომელიც თავისთავად პრეზიდენტი ტრამპის 2017 წლის აღმასრულებელ განკარგულებას ეყრდნობა.

ეს არის მკაფიო გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირადად ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლების მოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან და ისჯება მკაცრად, მათ შორის ფინანსური აქტივების გაყინვით.

ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები დასავლეთშია და მასზე მსგავსი სანქციების დაწესება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება ივანიშვილს დაუდგეს.

ეროვნული ბანკის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა არ დაექვემდებაროს ამგვარ ფინანსურ სანქციების კი სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებს მთელი ქვეყნის ფინანსური სისტემას.

ასე რომ, ივანიშვილმა ისევე უნდა გაიაზროს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ბოდიშს მტრის წინაშე არ იხდის, როგორც ის რომ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი არის ევროინტეგრაციის გზა და რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები უნდა ჩაატაროს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, არჩევნებმა უნდა ასახოს ქართველი ხალხის ნება, ეს არის მისი ფინანსური აქტივების გადარჩენის ერთადერთი გზა.

დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არჩევანს ევროპულ კეთილდღეობაზე გააკეთებს.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა