ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ჯინ შაჰინი - ქართველი ხალხის მისწრაფებებს დემოკრატიისკენ აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს

ნახვები: 497 ჯინ შაჰინი - ქართველი ხალხის მისწრაფებებს დემოკრატიისკენ აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს

მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხ ქართველ პირს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან, სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს.

„მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხ ქართველ პირს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან, სანქციები და ასევე, 60 ქართველ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს“, - წერს ჯინ შაჰინი X-ზე.

ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. ასევე, საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა