ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გურამ მაჭარაშვილი - ხაზარაძის და გახარიას პოლიტიკური ქორწინების მაჭანკლობა ზურაბიშვილს დაავალეს

ნახვები: 515 გურამ მაჭარაშვილი - ხაზარაძის და გახარიას პოლიტიკური ქორწინების მაჭანკლობა ზურაბიშვილს დაავალეს

გუშინ გამოაგორეს სალომე ზურაბიშვილი და ათქმევინეს, მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე ლანძღავდა გახარიას, ხოლო გახარია - ხაზარაძეს, აუცილებელი იყო ამ ბავშვების პოლიტიკური ქორწინება და ამის მაჭანკლობა დაავალეს ზურაბიშვილს - შვილები თანახმა არ არიან, თუმცა მშობლებმა უცხოეთში გადაწყვიტეს, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაქორწინდეს, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გაერთიანება ვერ მოხდება და ისინი ხმებს დაკარგავენ.

„მინდა გაგახსენოთ ჩვენი - „ხალხის ძალის“ წერილი, რომელიც გამოვაქვეყნეთ ამ წლის 10 ივნისს. ვამბობდით, რომ უცხოური ძალა აუცილებლად დაინახავდა, რომ ბარიერის გადალახვის შანსი „ნაცმოძრაობის“ გარდა სხვას არ ექნებოდა და აუცილებლად მოინდომებდა, რომელიმე პოლიტიკური ფიგურებისა და პარტიების შერწყმას, რათა როგორმე გადაელახათ 5%-იანი ბარიერი. ეს აღსრულდა გუშინ, საზოგადოებამ დაინახა, რომ გამოაგორეს სალომე ზურაბიშვილი და ათქმევინეს, მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე ლანძღავდა გახარიას, ხოლო გახარია - ხაზარაძეს, აუცილებელი იყო ამ ბავშვების პოლიტიკური ქორწინება და ამის მაჭანკლობა დაავალეს სალომე ზურაბიშვილს. მოუხედავად იმისა, რომ შვილები თანახმა არ არიან, მშობლებმა უცხოეთში გადაწყვიტეს, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაქორწინდეს. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე. რა თქმა უნდა, ესეც არ გამოუვათ იმიტომ, რომ ხმას ორივე აუცილებლად დაკარგავს. გახარიას მომხრე ხედავს, რომ ხაზარაძის გარდა იქ კიდევაა სალომე სამადაშვილი „ნაცმოძრაობიდან“, ალეკო ელისაშვილი და ა.შ. და პირიქით. ამას ჩვენ ვნახავთ 26 ოქტომბერს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა