გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ირაკლი კობახიძე კითხვაზე: როგორ უნდა მოიქცნენ ბანკები „ხარებასა“ და მისი მოადგილის დასანქცირებაზე - ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას

ნახვები: 562 ირაკლი კობახიძე კითხვაზე: როგორ უნდა მოიქცნენ ბანკები „ხარებასა“ და მისი მოადგილის დასანქცირებაზე - ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას

ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, რა იქნება მისი მოწოდება ბანკებისადმი ზვიად ხარაზიშვილისა და მისი მოადგილისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების ნაწილში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის.

„ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას და კონსტიტუციას, ეს არის ძალიან მარტივი რამ, რაც შემიძლია ვთქვა. ეს არის სამართლის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა. საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის. კონსტიტუციას აქვს თავისი ჩარჩოები, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და კანონმდებლობას და საქართველოში ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, დანარჩენს ყველა ერთად შევხედავთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა