ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მეთიუ მილერი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აშშ-ში სწორედ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა

ნახვები: 523 მეთიუ მილერი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აშშ-ში სწორედ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა

მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, როდესაც აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს უპასუხა.

ჟურნალისტმა რუსა შელიამ მილერს კითხვა დაუსვა საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადების შესახებ, რომელშიც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „სანქციებთან დაკავშირებით დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა აშშ-ში ოფიციალურ ინსტიტუტებზე“. ჟურნალისტის კითხვა ასევე ეხებოდა ირაკლი კობახიძის აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის თანახმადაც, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სანქციების გადაწყვეტილებით „ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“.

„ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მხოლოდ ვიტყვი, რომ შეერთებულ შტატებში, განსხვავებით მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან, სწორედ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა