ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თიბისის მხარდაჭერით სოფელ ნიქოზში ცოცვის ფესტივალი ჩატარდა

ნახვები: 476 თიბისის მხარდაჭერით სოფელ ნიქოზში ცოცვის ფესტივალი ჩატარდა

 

თიბისის მხარდაჭერით, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში, ნიქოზის მეკლდეურთა საცოც დარბაზში ცოცვის ფესტივალი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი პირველად ჩატარდა და მასში ჩაერთვნენ, როგორც ნიქოზის თემში მცხოვრებმა ბავშვებმა, ისე თბილისის და დაბა ბედიანის სპორტსმენებმა.  

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 50-მდე მოზარდმა. ღონისძიების ბოლოს სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებული გოგონები და ბიჭები. Მათ სიგელები და სხვადასხვა ფასიანი პრიზები გადაეცათ. 

ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ კომპანიების ჩართულობით, ნიქოზის საცოც დარბაზში, მოეწყო ახალი საცოცი კედლები და შეძენილ იქნა სავარჯიშო ინვენტარი. დარბაზში გაუმჯობესდა სავარჯიშო პირობების რის შედეგადაც, 2 წლიანი პაუზის შემდეგ, განახლდა ვარჯიშები. 

აღსანიშნავია, რომ ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი, ერთადერთი სპორტული აქტივობაა ნიქოზის თემში, სწორედ ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა და სათანადო სავარჯიშო პირობების შექმნა, ნიქოზის თემში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. 

თიბისისთვის, ახალი თაობის მხარდაჭერა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და წახალისება, 30 წელზე მეტია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, თიბისი ცდილობს წაახალისოს, განავითაროს და მხარი დაუჭიროს ახალ თაობას მათ წამოწყებებში.  

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა