ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

რომან გოცირიძე - კეთილი ინებოს ეროვნულმა ბანკმა და ნათელი განცხადება გააკეთოს, ასრულებენ თუ არა საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს

18.09.2024 ნახვები: 496

საქართველოს ხელისუფლებაში უკვე იმყოფებიან საერთაშორისო გლობალური „მაგნიტსკის სიის“ წევრები - არც ერთი ნორმალური სახელმწიფო ურთიერთობას არ დაიჭერს და არასდროს არავითარ ფინანსურ დახმარებას არ გაუწევს ქვეყანას, რომლის მაღალჩინოსნებიც ამ სიის წევრები არიან, - ეს განცხადება პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

გოცირიძის თქმით, საქართველოს მიერ სანქციების აღუსრულებლობამ შეიძლება ქართული ბიზნესი უდიდესი რისკის ქვეშ დააყენოს, ვინაიდან ამერიკული და ევროპული ბანკები „მაგნიტსკის სიაში“ მყოფი პირების არც ერთ გადარიცხვას არ გაატარებენ, რაც მისივე განმარტებით, წარმოუდგენელ უკუშედეგს და ქართული ფინანსური ინსტიტუტების კოლაფსს გამოიწვევს.

გოცირიძე ეროვნულმა ბანკს მიმართავს, ნათელი განცხადება გააკეთოს, ასრულებენ თუ არა საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.

„როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ წარმომადგენელს, ასევე, რუსეთის აგენტურის ე წ. ალტ ინფოს დამფუძნებლებს.

ეს არის უპრეცედენტო ხასიათის სანქცია. ის განსხვავდება თუნდაც იმ მძიმე სანქციისაგან, რომელიც გამოყენებულ იქნა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ, ვინაიდან ეს არის აშშ-ს ხაზინის ანუ ფინანსთა სამინისტროს სანქცია. ეს ოთხი ადამიანი კი შეყვანილია „მაგნიტსკის“ გლობალური სიაში. ამაზე მძიმე სანქცია არ არსებობს! რაც არ უნდა მოხდეს დედამიწის ზურგზე, ეს ხალხი „მაგნიტსკის“ სიაში სამუდამოდ დარჩებიან! ისინი სამუდამოდ დარჩებიან სიაში, რომელიც არის ბოროტების განსახიერება და რომელიც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ასახავს.

ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიეღო გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ მიეცა მითითება საფინანსო სისტემისათვის, რადგან რაიმე ფორმით სანქციებისთვის გვერდის ავლა ან რაიმე მიზეზით მისი არ დაცვა ქვეყნის ფინანსურ კოლაფსს გამოიწვევს.

თუკი გაგრძელდა ბანკებზე ზეწოლა, ვერც ერთ ცენტს ვერ გადარიცხავს ქართული ბიზნესი უცხოეთში. ჩვენ გუშინ პრემიერ-მინისტრის განცხადება ვნახეთ, რასაც მხარი ეროვნულმა ბანკმა აუბა. მოვისმინეთ ეროვნული ბანკის აბსოლუტურად უაზრო განცხადება, რომ თურმე საქართველოში სანქციების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი სასამართლო გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს. მეორეს მხრივ, ეროვნული ბანკი ამბობს, რომ საქართველოს კომერციული ბანკები საერთაშორისო სანქციების წესებს დაიცავენ.

რა უნდა გაიგოს ამ განცხადებით საქართველოს საბანკო სისტემამ?!

კეთილი ინებოს ეროვნულმა ბანკმა და ნათელი განცხადება გააკეთოს, ასრულებენ თუ არა საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.

ამ დასანქცირებულ ადამიანებს აქვთ ბიზნესი. ერთ-ერთი მათგანი 50%-იანი პროცენტი წილის მფლობელია დაცვის სამსახურში, რომელსაც "სარანგი" ჰქვია - გაუყინეს თუ არა მას ანგარიში? რატომ მაუწყებლობს "ალტ ინფო" და რატომ არ მოახდინა მომენტალური რეაგირება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ?", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა