ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ირანელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული დოკუმენტები ჯო ბაიდენის შტაბს გაუგზავნეს

ნახვები: 487 ირანელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული დოკუმენტები ჯო ბაიდენის შტაბს გაუგზავნეს

ირანელმა ჰაკერებმა, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით, ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული ინფორმაცია „დემოკრატების“ მაშინდელ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან დაკავშირებულ პირებს ელექტრონული წერილების სახით გაუგზავნეს, - ამის შესახებ აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) და სხვა ამერიკულმა უწყებებმა განაცხადეს.

FBI-მ 12 აგვისტოს დაადასტურა, რომ იძიებდა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის საჩივარს იმასთან დაკავშირებით, რომ ირანმა გატეხა და გაავრცელა სენსიტიური საარჩევნო დოკუმენტები. 19 აგვისტოს კი სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ კიბერშეტევის უკან ირანი იდგა.

ოფიციალური პირების განმარტებით, არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ბაიდენის საარჩევნო გუნდში რომელიმე მიმღებმა ელექტრონულ წერილებს უპასუხა ან ის, რომ წერილების მიმღებებმა მათი წარმომავლობა იცოდნენ.

ირანი უარყოფს აშშ-ის საქმეებში ჩარევას. გაერო-ში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ გუშინ განაცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლო და სრულიად დაუშვებელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა