ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს იქნება განხილვის ან კომპრომისის საგანი - ყირიმი უკრაინაა, წერტილი!

ნახვები: 496 უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს იქნება განხილვის ან კომპრომისის საგანი - ყირიმი უკრაინაა, წერტილი!

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს ყოფილა და არც იქნება განხილვის ან კომპრომისის საგანი. ყირიმი უკრაინაა, წერტილი! - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით წინადადებებს.

„უკრაინის მხარეს დგანან ჩვენი თავდაცვის ძალები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, გაერო-ს წესდება და საერთაშორისო სამართალი. ყირიმი არის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის სიმძიმის ცენტრი. მისი სრული აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის მთელი ტერიტორიის სრული დეოკუპაციის გზით, უკრაინის ნახევარკუნძულის ჩათვლით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყების განმარტებით, კიევს პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელების იმედი აქვს, რათა აიძულონ რუსეთი დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების პატივისცემას, გაიყვანოს ჯარები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი სუვერენული ტერიტორიიდან, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიისა და ყველა დანაშაულისთვის.

„ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ამ მიზნების რაც შეიძლება მალე მიღწევაზე და არა კრემლის მადის დაკმაყოფილებაზე, ამა თუ იმ გზით, უკრაინის ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის ხარჯზე. მშვიდობის ფორმულის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა წარმოადგინა მკაფიო ხედვა უკრაინისა და მსოფლიოსთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ვიწვევთ ყველას, ვინც პატივს სცემს საერთაშორისო კანონს და გაერო-ს წესდებას, შემოუერთდეს მშვიდობის ფორმულის განხორციელებას, როგორც ერთადერთ გზას ევროპაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის აღდგენისკენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი რეფერენდუმის მომზადების მიზნით ყირიმის გაერო-ს მანდატის ქვეშ გადაცემის ინიციატივით გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ არის ნახსენები სიკორსკი და არც ის, თუ კონკრეტულად ვინ ცდილობს ყირიმის სტატუსის განხილვას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა