ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, დააკავეს

ნახვები: 464 გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, დააკავეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული პირი, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დარჩო ხეჩუაშვილი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ხეჩუაშვილი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ აიყვანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.

მსჯავრდებულზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წელს დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, გასაღებისა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებაში.

გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულმა გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად იმჟამინდელი პარლამენტის წევრის, გივი თარგამაძის მკვლელობა განიზრახა.

მსჯავრდებულმა თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა გიორგი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით ამ უკანასკნელზე თავდასხმას. კერძოდ, გიორგი თარგამაძის “შკოდა ოქტავიას“”მარკის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც შემდეგ სისრულეში მოიყვანა.

აფეთქების შედეგად შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს, ასევე დაზიანდა მოქალაქეების და ორგანიზაციების ავტომანქანები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა