ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დანიის პრემიერი - ყველაზე მნიშვნელოვანი წითელი ხაზი მაშინ გადაიკვეთა, როცა რუსეთი უკრაინაში შევიდა

ნახვები: 428 დანიის პრემიერი - ყველაზე მნიშვნელოვანი წითელი ხაზი მაშინ გადაიკვეთა, როცა რუსეთი უკრაინაში შევიდა

დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდოს, მწვანე შუქი აუნთონ უკრაინას მათ მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე გამოყენებისთვის.

„ჩემი წინადადებაა, დავასრულოთ დისკუსია წითელი ხაზების შესახებ“, - განაცხადა ფრედერიკსენმა Bloomberg-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, წითელ ხაზებზე საუბარი რუსეთს ძალიან კარგ კარტს აძლევს ხელში.

„არის მუდმივი დისკუსია იმის თაობაზე, გვაქვს ამის უფლება? მართლაც კარგი იქნება, რომ შეწყდეს არსებული შეფერხებები და ვფიქრობ, რომ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას“, - განაცხადა დანიის პრემიერმა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი წითელი ხაზი მაშინ გადაიკვეთა, როდესაც რუსები უკრაინაში შევიდნენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი წითელი ხაზი უკვე გადაკვეთილია და ეს მაშინ, როდესაც რუსები შევიდნენ უკრაინაში. ასე რომ, არ მივიღებ ამ წინაპირობას და არასოდეს მივცემ არავის უფლებას რუსეთიდან გადაწყვიტოს, რა არის სწორი, რაც უნდა გაკეთდეს ნატო-ში, ევროპასა თუ უკრაინაში“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა