ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დასახელდა

23.09.2024 ნახვები: 443

საერთაშორისო გამოცემამ Global Finance, ზედიზედ მესამედ დაასახელა თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საუკეთესო ბანკად საქართველოში.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 2025 წლის საუკეთესო SME ბანკების გამოსავლენად, Global Finance-მა სხვადასხვა კრიტერიუმით იხელმძღვანელა. მათ შორის, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის ბაზრისა და საჭიროებების ცოდნა, შეთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების ფართო არჩევანი, ბაზრის წილი, ბიზნეს და მარკეტინგული შედეგები,  სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვა SME სექტორისათვის. ასევე მხედველობაში მიიღეს ის არაფინანსური პროექტები, რომლებსაც ბანკები ახორციელებენ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.

„ეს აღიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - Global Finance-მა  უკვე მესამედ დაგვასახელა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესოდ ბანკად საქართველოში. ჩვენი გუნდი  ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ბიზნესებს შესთავაზოს ყველა საჭირო პროდუქტი და სერვისი, რაც მათი განვითარებისა და ზრდისთვის აუცილებელია.  თიბისისთან ერთად Global Finance-ის დაჯილდოებაში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ, მათ გვერდით ამ გამარჯვების მოპოვება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა,” - ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისი ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.

ჟურნალი Global Finance  1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ.  გავლენიანი გამოცემა უკვე  37  წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.  Global Finance  რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა