ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

პაატა მანჯგალაძე - არჩევნებში დამარცხების შემდგომ ივანიშვილი თვითმფრინავით წაიყვანს ზებრას, ჟირაფს, მაგრამ არა კობახიძესა და სხვა თანაგუნდელებს

ნახვები: 486 პაატა მანჯგალაძე - არჩევნებში დამარცხების შემდგომ ივანიშვილი თვითმფრინავით წაიყვანს ზებრას, ჟირაფს, მაგრამ არა კობახიძესა და სხვა თანაგუნდელებს

„ოცნება ემზადება იმისთვის, რომ რაც შეიძლება თბილი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ პუტინმა თბილი კერა გამოუყოს როსტოვთან ან სოჭასთან სადმე ახლოს, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ისინი ქართველი ხალხისთვის მიცემულ ყველა პირობას შეასრულებენ.

„არჩევნების შემდეგ, გამარჯვებულ გუნდთან ერთად, შევასრულებთ იმ პირობებს, რომელიც მივეცით ქართველ ხალხს და ეს პირობებია: ყველა პენსიონერისთვის სესხის პროცენტის განულება, 14 მილიარდის საქართველოში შემოტანა, სამუშაო ადგილების შექმნა და ყველა ბავშვისთვის სკოლებში უფასო კვება. ჩვენ ამისთვის ვემზადებით, რომ ველაპარაკოთ უცხოურ კომპანიებს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, ხოლო „ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ რაც შეიძლება თბილი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ პუტინმა თბილი კერა გამოუყოს როსტოვთან ან სოჭასთან სადმე ახლოს. “ოცნება” წავა ხელისუფლებიდან და “ოცნებისვე” სამწუხაროდ, ივანიშვილის თვითმფრინავში მისი გუნდის წევრების ადგილი არ იქნება, იგი წაიყვანს ზებრას, ჟირაფს, მაგრამ არა ირაკლი კობახიძესა და სხვა თანაგუნდელებს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა