საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors

გიორგი ვაშაძე პრემიერზე - „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან

24.09.2024 ნახვები: 500

ეს ადამიანი [ირაკლი კობახიძე], ფაქტობრივად, არის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებული, რადგან მან თვითონ გაიფუჭა და გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან - დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ბიძინა ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს მერე ეს არაფრისმაქნისი ადამიანი,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ვაშაძის თქმითვე, ირაკლი კობახიძეს „ვაშინგტონში არ ჩაესვლება და მას არავინ ესაუბრება”.

„[ირაკლი] კობახიძეს ვაშინგტონში არ ჩაესვლება. კობახიძე ჩავიდა ნიუ-იორკში, სადაც სულ რომ შეზღუდვები იყოს, მაინც ჩავა ნებისმიერი ქვეყნის ლიდერი, მაგალითად, ირანის სახელმწიფოს ლიდერიც. ისიც ჩადის გაერო-ში სიტყვით გამოსვლისთვის. კობახიძეს არ ესაუბრება არავინ. ეს ადამიანი, ფაქტობრივად, არის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებული, რადგან მან თვითონ გაიფუჭა და გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, კობახიძეს არავინ არ ეკითხება არაფერს. ის გადავა ოპოზიციაში, იქნება უმცირესობაში და დავინახავ ერთი პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მერე როგორ იჭიკჭიკებს ეს არაფრისმაქნისი ადამიანი, რომელმაც ცუდის მეტი ქვეყანას არაფერი მოუტანა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, „ქართული ოცნება” საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება, არამედ საკუთარ “პერსონალურ ინტერესს”.

„ამერიკის ხმის განცხადებაში ყველაზე საინტერესო და საყურადღებო იყო, რომ ბიძინა ივანიშვილზე საუბარია, როგორც რუსული სადაზვერვო სამსახურების დავალებების შემსრულებელზე. ორჯერ ორი ოთხია. ეს ხალხი საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. ემსახურებიან პერსონალურ ინტერესებს, რომ გამდიდრდნენ და ყველას ინტერესს, ვინც წინააღმდეგი იქნება ევროინტეგრაციის. მათ არც ევროკავშირი უნდათ და შეაჩერეს პროცესი. უვიზო მიმოსვლასაც ხედავთ, რომ ფაქტობრივად, ძირს უთხრიან. იმიტომ, რომ სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი. ამიტომ, 26 ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, რომ უმცირესობაში მყოფი „ქართული ოცნება“ წავიდეს ოპოზიციაში", - აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება” უმცირესობაშია გადასული, 20%-ზე მეტს ვერ აიღებს [არჩევნებზე] და მარცხისთვის არის განწირული”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა