ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ენტონი ბლინკენი - თეირანისა და ფხენიანის მხარდაჭერა ვლადიმერ პუტინს ეხმარება უდანაშაულო უკრაინელი მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების ხოცვა-ჟლეტაში

25.09.2024 ნახვები: 495

თეირანისა და ფხენიანის მხარდაჭერა ვლადიმერ პუტინს ეხმარება უდანაშაულო უკრაინელი მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების ხოცვაში, ტანჯვასა და განადგურებაში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს ჩვენს წინაშე არ დგას კითხვა, რას გააკეთებს რუსეთი. ეს უკვე ვიცით : პუტინი გააგრძელებს თავის უსამართლო ომს. ჩვენს წინაშე დგას კითხვა, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ, ამ საბჭოს წევრებმა, დავასრულოთ პუტინის ომი და გავაძლიეროთ საერთაშორისო წესები და უფლებები, რომლებიც ჩვენს ყველა ერს უფრო უსაფრთხოს და დაცულს ხდის. ჩვენ უნდა გადავდგათ ორი დაუყოვნებელი და ურთიერთდაკავშირებული ნაბიჯი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ რუსეთის მზარდ თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ირანი კრემლს დრონებს 2022 წლიდან აწვდის. მან რუსეთში დრონების ქარხანა ააშენა. სულ რამდენიმე კვირის წინ კი რუსეთს ასობით მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გადასცა. ამასთან, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მიაწოდა იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები, გამშვებები და მილიონობით საარტილერიო ტყვია. „თეირანისა და ფხენიანის მხარდაჭერა პუტინს ეხმარება უდანაშაულო უკრაინელი მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების ხოცვა-ჟლეტაში, ტანჯვასა და განადგურებაში; უკრაინის საცხოვრებელი კორპუსების, პორტების, უკრაინის ელექტროსადგურების, გათბობის ობიექტების განადგურებაში“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, რუსეთს მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა და ირანი არ ეხმარებიან და ჩინეთი, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, არის ჩარხების, მიკროელექტრონიკისა და სხვა ნივთების მთავარი მიმწოდებელი, რომელსაც რუსეთი იყენებს თავისი საბრძოლო მანქანის გასაძლიერებლად და სასტიკი აგრესიის შესანარჩუნებლად. ბლინკენის განმარტებით, შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა, როგორ შეუძლია შეერთებულმა შტატებმა ან ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ, რომელიც უკრაინას თავის დაცვაში ეხმარება, გააკრიტიკოს ქვეყნები რუსეთისთვის სამხედრო მხარდაჭერის გამო.

„ღრმა განსხვავებაა, რუსეთი- აგრესორია, უკრაინა - მსხვერპლია, რუსეთი იბრძვის დაპყრობებისთვის. უკრაინა - გადარჩენისთვის. თუ ქვეყნები შეწყვეტენ რუსეთის მხარდაჭერას, პუტინის შეჭრა მალე დასრულდება. თუ ქვეყნები შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას, უკრაინა მალე დასრულდება“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, როგორც უკრაინას, ასევე შეერთებულ შტატებს სურს მშვიდობა და კონფლიქტის დასრულება. „ჩვენ უნდა ვეძიოთ მშვიდობა, რომელიც მხარს უჭერს და არა ძირს უთხრის გაერო-ს ძირითად პრინციპებს. ამიტომ ყველა ჩვენგანს გვაქვს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ უკრაინის მოწოდებას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ, რათა დასრულდეს რუსეთის აგრესიული ომი. სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა ადასტურებდეს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს. სამართლიანმა და ხანგრძლივმა მშვიდობამ უნდა შეინარჩუნოს უკრაინის უფლება აირჩიოს საკუთარი გზა, საკუთარი მოკავშირეები, საკუთარი მომავალი. სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა მოითხოვს უკრაინის სრულ მონაწილეობას - და თანხმობას. სამართლიანმა და ხანგრძლივმა მშვიდობამ ხელი უნდა შეუწყოს უკრაინის რეკონსტრუქციას და აღდგენას“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მან მიმართა ქვეყნებს, ვისაც კონფლიქტის დასრულება სურთ, რომ ამის უსწრაფესი გზა არის შეაჩერონ ისინი, ვინც ხელს უწყობს პუტინის აგრესიას და მოითხოვონ სამართლიანი მშვიდობა, რომელიც იცავს გაერო-ს წესდების პრინციპებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა