ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან შეხვედრა გამართა

ნახვები: 455 ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან შეხვედრა გამართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ იორკში შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. ინფორმაციას ზელენსკის ოფისი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბაიდენს და ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, რომელიც იხსნის უკრაინელების სიცოცხლეს და ეხმარება ქვეყანას დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში.

ზელენსკიმ ბაიდენს გააცნო ფრონტზე არსებული ვითარებაც.

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა გამარჯვების გეგმაზე. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხს განიხილავენ ვაშინგტონში მოლაპარაკებების დროს 26 სექტემბერს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა „დიდი შვიდეულის“ და უკრაინის სპეციალურ შეხვედრაში, რომელიც მიეძღვნა უკრაინის აღდგენას.

შეგახსენებთ, რომ 30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის შესახებ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა