ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თამარ კორძაია - ყველგან, სადაც ჩვენმა ემიგრანტებმა მოითხოვეს საარჩევნო უბნების გახსნა, გახსნან!

ნახვები: 475 თამარ კორძაია - ყველგან, სადაც ჩვენმა ემიგრანტებმა მოითხოვეს საარჩევნო უბნების გახსნა, გახსნან!

ყველგან, სადაც ჩვენმა ემიგრანტებმა მოითხოვეს საარჩევნო უბნების გახსნა, გახსნან! - წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მათი კონსტიტუციური უფლების შებღალვა იქნება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თამარ კორძაიამ, უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განცხადებით, მიუხედავად მოთხოვნისა, მოლოდინი არ აქვს, რომ ცესკო მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს იღებს გადაწყვეტილებას, თუ სად გახსნის საარჩევნო უბნებს. ჩვენ მოვითხოვთ, საარჩევნო უბნები გაიხსნას ყველა იმ ქალაქში, სადაც მოქალაქეებმა მოითხოვეს უბნების გახსნა. ვიცით, რომ ჩვენი ემიგრანტები უცხოეთში კარგი ცხოვრების საძებნელად არ წასულან, არამედ იმიტომ, რომ აქ სიღარიბესა და იზოლაციაში არიან. იქიდან არჩენენ თავიანთ ოჯახის წევრებს და ეს გასათვალისწინებელია. ცესკო-მ ჩვენი მოქალაქეების უფლება უნდა უზრუნველყოს.

დღევანდელი მონაცემებით, 66 997 ადამიანია აღრიცხვაზე, აქედან გამომდინარე, ყველგან, სადაც ჩვენმა ემიგრანტებმა მოითხოვეს საარჩევნო უბნების გახსნა, გახსნან, ასეთი ქალაქებია: ბოსტონო, ლოძი, ტორონტო, ანტვერპენი, მაიამი, ლეჩე, შტუტგარტი, ვალენსია, ჰამბურგი, ნეაპოლი.

ყველგან დაწერილია განცხადება საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მათი კონსტიტუციური უფლების შებღალვა იქნება.

სამწუხაროდ, მოლოდინი არ მაქვს, რომ ცესკო ემიგრანტების ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა