ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ენტონი ბლინკენი - ბირთვული დოქტრინის შეცვლასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადება უპასუხისმგებლობაა

ნახვები: 473 ენტონი ბლინკენი - ბირთვული დოქტრინის შეცვლასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადება უპასუხისმგებლობაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ქვეყნის ბირთვული დოქტრინის შეცვლასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ენტონი ბლინკენი აცხადებს, ეს სრული უპასუხისმგებლობაა.

„ეს სრული უპასუხისმგებლოა. ვფიქრობ, მსოფლიოში ეს ბევრმა, მათ შორის ჩინეთმაც ნათლად გამოხატა, როდესაც ბირთვული იარაღით ადრე იმუქრებოდა“, – განაცხადა ბლინკენმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის აზრით, აუცილებელია განცხადების გაკეთება ასეთი ბირთვული რიტორიკის დაუშვებლობის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნიუ იორკში მიმდინარეობს გაერო-ს გენერალური ასამბლეა, სადაც, მათ შორის, ბირთვული განიარაღებისა და გაუვრცელებლობის შემდგომი აუცილებლობა განიხილება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები იგეგმება. მისივე თქმით, რუსეთს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ბირთვული დარტყმა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რუსეთს ჩვეულებრივი შეიარაღებით დაესხმებიან თავს და ეს რუსეთის სუვერენიტეტს კრიტიკულ საფრთხეს შეუქმნის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა