საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors

ირაკლი კობახიძე - მას შემდეგ, რაც ბაიდენის ვახშამი გაუქმდა, წავედით, მათ შორის დავით ზალკალიანთან ერთად და ვივახშმეთ ქართულად

27.09.2024 ნახვები: 504

მას შემდეგ, რაც ბაიდენის ვახშამი გაუქმდა, ერთად წავედით, მათ შორის დავით ზალკალიანთან ერთად და ვივახშმეთ ქართულად, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურის აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან მიწვევის გაუქმების შესახებ „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა.

„რაც შეეხება გაუქმებულ მიწვევას ვახშამზე, ხელის ჩამორთმევაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი. აშშ-ი არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს. ეს ბავშვური საქციელია, რაც არ შეშვენის. რაც შეეხება ხელის ჩამორთმევას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი ესწრებოდა. ბაიდენმა მიიწვია ათეულობით ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი. იქ მიწვეული იყო 150-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, საიდანაც ნახევარი არის ავტორიტარული, გაფორმებულად ავტორიტარული, კონსტიტუციურად არის ავტორიტარული. ავტორიტარულ ქვეყნებს იწვევენ და შენ გიუქმებენ მიწვევას, ამაზე გამოიტანოს საზოგადოებამ დასკვნები. რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერს რომ იწვევ, უმასპინძლდები და საქართველოს უუქმებ მიწვევას, აქედან ხომ საზოგადოება გამოიტანს დასკვნებს?! მას შემდეგ რაც ბაიდენის ვახშამი გაუქმდა, ერთად წავედით, მათ შორის დავით ზალკალიანთან ერთად და ვივახშმეთ ქართულად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე. პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა