ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გიორგი ვაშაძე - არა ბოდიშს და კი ღირსებას!

ნახვები: 526 გიორგი ვაშაძე - არა ბოდიშს და კი ღირსებას!

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სოხუმის დაცემის დღიდან 31 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე მივიდნენ და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მოხდება.

„პირველ რიგში, არა ბოდიშს და კი ღირსებას, საქართველოს ერთიანობას, განვითარებას. ძალიან ახლოსაა, საქართველოს ტერიტორიული აღდგენის პროცესი, ოღონდ ეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მოხდება. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოსახლეობას ევროკავშირის პასპორტი აუცილებლად ენდომებათ და ძალიან ახლოს ვართ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან. სირცხვილს, რომელიც ახლა ხელისუფლებაში გვყავს, ჩვენ ზუსტად ერთ თვეში ჩამოვირეცხავთ. აქ მობრძანებული იყო პრემიერ-მინისტრი და ბევრი სამარცხვინო რამ ილაპარაკა - საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, უღირსად მოიხსენიებს ჩვენს პატრიოტებს და ბოდიშს უხდის მტერს. 26 ოქტომბერს ამის გამო მათ აუცილებლად გავცემთ პასუხს, როცა „ოცნება” დამარცხდება.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გადის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, განვითარებაზე და არა იზოლაციაზე, რომელიც "ქართულ ოცნებას" მოაქვს",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა