ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ენტონი ბლინკენი - ისრაელს აქვს უფლება, ტერორიზმისგან თავი დაიცვას

ნახვები: 497 ენტონი ბლინკენი - ისრაელს აქვს უფლება, ტერორიზმისგან თავი დაიცვას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ლიბანში ისრაელის მიზანი ლეგიტიმურია.

ბლინკენის თქმით, ისრაელი საკმარისად უსაფრთხო გარემოს ქმნის იმისთვის, რომ ხალხმა სახლში დაბრუნება შეძლოს.

„ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას ტერორიზმისგან“, – განაცხადა ბლინკენმა და აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ აკეთებ ამას.

„არჩევანი, რომელსაც ყველა მხარე უახლოეს დღეებში გააკეთებს, განსაზღვრავს, თუ რომელ გზას დაადგება ეს რეგიონი, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება თავისი ხალხისთვის ახლა და მომავალ წლებში“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ დიპლომატიაა.

ლიბანში ბოლო რამდენიმე დღეა, მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. დღეს ბეირუთზე ისრაელის მიერ კიდევ ერთი იერიში განხორციელდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის სამიზნე ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა იყო. გავრცელებული ცნობებით, ჰასან ნასრალა ცოცხალია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა