ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თამარ კორძაია - მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ემიგრანტებს ხმის უფლება წაართვას

ნახვები: 521 თამარ კორძაია - მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ემიგრანტებს ხმის უფლება წაართვას

მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ემიგრანტებს ხმის უფლება წაართვას, მან არ გააუქმა ცესკოს გადაწყვეტილება - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ყველა შტო „წარმოუდგენელ საქმეებს აკეთებს“ იმისთვის, რომ ემიგრანტებმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი ვერ დააფიქსირონ.

„დღეს, ამ შენობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყველა შტო ჩართულია ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში. დღეს, აქ, 28-ე დარბაზში, სალომე სამხარაძემ, რომელიც არის მუსურიძის ყოფილი თანაშემწე და დაინიშნა უვადოდო [მოსამართლედ] სწორედ იმ ნიშნით, რომ მუსურიძის თანაშემწეა, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ემიგრანტებს წაართვას ხმის უფლება. მან არ გააუქმა ცესკოს გადაწყვეტილება.

გუშინ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარეს ფიზიკურად არ მიშვებდნენ დარბაზში, სანამ ძალით არ შევედი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების ყველა შტო წარმოუდგენელ საქმეებს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისი არჩევანი ვერ გააკეთონ, ვერ დაიცვან, მაგრამ ეს არის ძალიან დროებით. 26 ოქტომბერს ისინი აუცილებლად ძალიან მძიმედ დაასრულებენ,“ - განაცხადა კორძაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა