ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

პაატა მანჯგალაძე - „ოცნების“ ლიდერების განცხადებები საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის

ნახვები: 531 პაატა მანჯგალაძე - „ოცნების“ ლიდერების განცხადებები საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის

რუსები მოლაპარაკებების წინაპირობად აცხადებენ ჩვენი მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენულად აღიარებას, რაც არის ფოჩიანი კანფეტი საქართველოსთვის - ისინი გვეუბნებიან, რომ ჯერ აღიარეთ, რომ ჩვენია და მერე დაგიბრუნებთ უკან და ვის სჯერა ამ ზღაპრის, არ ვიცი, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სამშობლოს სიყვარულის გამო ბოდიშის მტერთან მოხდა წარმოუდგენელია.

“პირველი, ჩვენი პოზიციაა, რომ სამშობლოს სიყვარულის გამო და თავისუფლების გამო ბოდიშს არავის არ მოვუხდით. რაც შეეხება ლავროვს, რუსებს პოზიცია გაცხადებული აქვთ. მოლაპარაკებების წინაპირობად აცხადებენ ჩვენი მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენულად აღიარებას, რაც არის ფოჩიანი კანფეტი საქართველოსთვის. ისინი გვეუბნებიან, რომ ჯერ აღიარეთ, რომ ჩვენია და მერე დაგიბრუნებთ უკან და ვის სჯერა ამ ზღაპრის, არ ვიცი,” - განაცხადა მანჯგალაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მზად არიან, რუსეთთან ყველანაირ დათმობაზე წავიდნენ, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია.

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები საზიანოა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ისინი ძალაუფლების შენარჩუნებისთვისა და ქონების დაგროვებისთვის, მზად არიან, უღალატონ ქვეყანას. პირდაპირ ვამბობ, ისინი მზად არიან ყველანაირ დათმობაზე წავიდნენ რუსეთთან, ოღონდ შეინარჩუნონ ძალაუფლება, რაც არის საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი. ის, რომ თურმე ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ საქართველოს სიყვარულის გამო და ამის მერე ვიღაც დაგვირიგებს რაღაცას, ეს არის ფოჩიანი კანფეტი, რომელსაც არავინ შეჭამს,” - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. მისი თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით. „საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ გულწრფელად აფასებს წარსულს, მათ თქვეს, რომ „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება“ და რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, თავად "ქვეყნებმა" უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმაც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან და გარკვეული კონტაქტები მაინც გარდაუვალია, თუკი ყველა მხრიდან იქნება ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზების თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით, ჩვენ, მხარეების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით დახმარებისთვის“, - აღნიშნა ლავროვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა