ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ისრაელის თავდაცვის უწყება - ლიბანში „შეზღუდული, ლოკალიზებული და წერტილოვანი“ სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს

ნახვები: 460 ისრაელის თავდაცვის უწყება - ლიბანში „შეზღუდული, ლოკალიზებული და წერტილოვანი“ სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს

ისრაელში აცხადებენ, რომ ლიბანში „შეზღუდული, ლოკალიზებული და წერტილოვანი“ სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს.

„პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილებით, რამდენიმე საათის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყო შეზღუდული, ლოკალიზებული და მიზანმიმართული სახმელეთო იერიშები სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ტერორისტული სამიზნეებისა და ინფრასტრუქტურის ზუსტი დაზვერვის საფუძველზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამიზნეები, რომლებიც საზღვართან ახლოს მდებარეობს, „უშუალო საფრთხეს უქმნის ისრაელელ ხალხს“.

„ისრაელის საჰაერო ძალები და თავდაცვის ძალების არტილერია მხარს უჭერს სახმელეთო ძალებს სამხედრო ობიექტებზე ზუსტი დარტყმებით ამ ტერიტორიაზე“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა