ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მიხეილ სააკაშვილი - არ ვიცი, მოკვლით ემუქრებიან თუ არა ივანიშვილს ან მის კოჰორტას, მაგრამ ასეც რომ იყოს, ღალატს არანაირი გამართლება არა აქვს

ნახვები: 463 მიხეილ სააკაშვილი - არ ვიცი, მოკვლით ემუქრებიან თუ არა ივანიშვილს ან მის კოჰორტას, მაგრამ ასეც რომ იყოს, ღალატს არანაირი გამართლება არა აქვს

არ ვიცი, მოკვლით ემუქრებიან თუ არა ივანიშვილს ან მის კოჰორტას, მაგრამ ასეც რომ იყოს, ღალატს არანაირი გამართლება არა აქვს. მე რატომღაც მგონია, რომ ყოველგვარი მუქარის გარეშე, თავისი ნებით და სიამოვნებითაც კი აბარებენ საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, 26 ოქტომბერს, „დიდ ჯებირს ააშენებენ“.

„2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის გავლით, ჩვენთან ჩამოფრინდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ნოკოლა სარკოზი, რომელმაც ჩამოიტანა ომის შეწყვეტის 6 პუნქტიანი გეგმა, სადაც მე-6 პუნქტი ჩამატებული იყო რუსეთის მოთხოვნით და იყო შემდეგი შინაარსის: „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სადაო ტერიტორიების სტატუსი უნდა გაირკვეს მომავალი საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგად“. ამაზე ჩვენი პასუხი იყო მტკიცე და შეუვალი - 1) ტერიტორიები არაა სადაო; 2) მათი სტატუსი წყდება საქართველოს მიერ საკუთარ შემადგენლობაში და ჩვენი მიწის კოსოვიზაციას ჩვენ არ დავუშვებდით.

დაინახა რა, რომ ფეხს არ ვიცვლიდით, სარკოზიმ მითხრა: „მიშა, შენ თუ ამ პუნქტს არ მიიღებ, მე აქედან გავფრინდები და ხვალ პუტინი მოგკლავს”. „რაც არ უნდა მიქნას, არასდროს მოვაწერ ხელს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“.

რამდენიმე საათიანი კამათის შემდეგ, მედვედევმა თვითონ დარეკა და დასთანხმდა მე-6 პუნქტის ამოღებას. ამ საუბარს ჰყავს ბევრი მოწმე, თუ ვინმეს ჩემი არ სჯერა.

არ ვიცი, მოკვლით ემუქრებიან თუ არა ივანიშვილს ან მის კოჰორტას, მაგრამ ასეც რომ იყოს, ღალატს არანაირი გამართლება არა აქვს. მე რატომღაც მგონია, რომ ყოველგვარი მუქარის გარეშე, თავისი ნებით და სიამოვნებითაც კი აბარებენ საქართველოს. 26-ში წინ ამოვუშენებთ დიდ ჯებირს“, - წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა