ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ხათუნა ლაგაზიძე - ხელისუფლებას მოუწია ჩვენი სიმართლის აღიარება - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავიმარჯვეთ, გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და ხალხმა

02.10.2024 ნახვები: 545

თამამად შეგვიძლია გვთქვათ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩვენი სახით გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა, - ამის შესახებ „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლებას მესამე სექტორის სიმართლის აღიარება მოუწია.

„მოგესალმებით გამარჯვებულების სახელით. ჩვენ, „აირჩიე ევროპა“ ვიყავით სახელმწიფო რეპრესიების პირველი სამიზნე. 6 სექტემბერს დაიწყო ეს რეპრესიები ჩვენს წინააღმდეგ და დღეს თამამად შეგვიძლია გვთქვათ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩვენი სახით გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება რამდენიმე ფაქტორის გამო. პირველყოვლისა იმიტომ, რომ ხელისუფლებას მოუწია ჩვენი სიმართლის აღიარება. მეორეს მხრივ, იმიტომ რომ ჩვენ ამით ვიხსენით საქართველოს ყველა მოქალაქე პოლიტიკური ტერორისგან და რაც მთავარია, ეს არის „აირჩე ევროპას“ მიერ გადადგმული პირველი და ძალიან მძლავრი ნაბიჯი და აგური 26 ოქტომბრის საერთო სახალხო გამარჯვების გზაზე, საქართველოს გამარჯვების გზაზე,“ - განაცხადა ლაგაზიძემ.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ხელისუფლებამ დაინახა ის, რომ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სტატუსი მიენიჭებინა ორგანიზაცია „აირჩიე ევროპისთვის“, ამით 26 ოქტომბრის არჩევნებს სრული დელეგიტიმაცია ემუქრებოდა.

„ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელ გადაწყვეტილებაში ბევრი რამ ამოვიკითხეთ. ჯერ ერთი ის, რომ სრულიად არაკანონიერი და არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება იყო და საკონსტიტუციო სასამართლოშიც ვაპირებთ შესაბამის სარჩელის შეტანას სწორედ ამ კანონის იმ მუხლებთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ, ოპოზიციას გამოეპარა მაისში. ეს არ უნდა დამართოდათ იმიტომ, რომ ამ კანონით და ყველაფრით აჩვენა, რომ ეს რუსულ კანონზე გაცილებით მასშტაბური რეკეტის, შანტაჟისა და ზეწოლის იარაღია დღევანდელი ხელისუფლების ხელში. მეორე, ის, რომ დაინახეს, რომ ამ გზით არჩევნებს ემუქრებოდა სრული დელეგიტიმაცია, რაც აუცილებლად გამოიწვევდა არჩევნების შედეგების არაღიარებას, როგორც „ქართველი ხალხის“, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. როგორც ჩანს, ეს იყო მათი ძირითადი მოტივატორი. დაინახეს, რომ სრულიად თვალხილულ უკანონობას სჩადიოდნენ და დაინახეს ის,რომ ამ უკანონობას ქართველი ხალხი არ აპატიებდა და არც საერთაშორისო თანამეგობრობა“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს გადაწყვეტილება შეცვალა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, მის დირექტორს ეკა გიგაურს, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელს ხათუნა ლაგაზიძესა და თანადამფუძნებლებს „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი გაუუქმა. მანამდე, აღნიშნულის შესახებ ანტიკორუფციულ ბიუროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა. კერძოდ, პრემიერმა გუშინ, ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა" და „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა