ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

"ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - პრეზიდენტი EU-ის ლიდერებს შეხვდა

03.10.2024 ნახვები: 509

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ X-ზე ორი განცხადება გამოაქვეყნა.

შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მან დაწერა, რომ ერის სახელით მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროპულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.

"ჩვენი ერის სახელით მადლიერება გამოვხატე საქართველოს მეგობრის, შარლ მიშელის მიმართ, რომელიც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს.

ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევნებზე ქართველ ხალხს გააძლიერებს მაშინ, როცა ევროპული მომავლის მიმართ ჩვენს ერთგულებას ვადასტურებთ". 

 

 

ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა დაწერა, რომ შეხვედრაზე ევროპული მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

"პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ევროპული გზის დაჩქარებისათვის ქართველი ხალხის ერთგულება.

ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ". 

 

 ფორმულა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა