ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

„დიდი შვიდეული“ - ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტი არავის ინტერესშია

ნახვები: 478 „დიდი შვიდეული“ - ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტი არავის ინტერესშია

“დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მკაცრად დაგმეს ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე და გამოთქვეს იმედი, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტილებების მეშვეობით დეესკალაცია მოხდება, - ამის შესახებ აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში, რომელიც საგანგებო სატელეფონო კონფერენციის შემდეგ გავრცელდა.

„ლიდერებმა მტკიცედ დაგმეს ირანის თავდასხმა ისრაელის წინააღმდეგ. შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშაონ რეგიონულ დონეზე დაძაბულობის შემცირების მიზნით. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეგიონის მასშტაბით კონფლიქტი არავის ინტერესებში არ შედის და დიპლომატიური გადაწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა “დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი, თავის მოკავშირეებთან ერთად, უპირობოდ უჭერს მხარს ისრაელს თავდაცვისთვის ბრძოლაში, მაგრამ ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმებს. ამასთან, მისი თქმით, შვიდივე ქვეყანა თანხმდება, რომ ისრაელს აქვს პასუხის გაცემის უფლება, მაგრამ „პროპორციულად უნდა უპასუხონ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა