პარლამენტთან კარვებს შლიან
ვაჟა სირაძე - რუსთაველის გამზირი დაკეტილია და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის?
თინა ბოკუჩავა - ეს არის პირველი პარლამენტი, რომლის სხდომას არ ესწრება არცერთი ელჩი, პრეზიდენტი და პარტიები, არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია
ზურაბ ჯაფარიძე - ჩვენ ვაპირებთ ღამის გათენებას და ვნახოთ, თუ დაგვჭირდა კარვებსაც გავშლით
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
ლევან ხაბეიშვილი - მოქალაქეები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან უერთდებიან რუსული და თვითმარქვია ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს
ქალთა მარშის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ სიმბოლურად ჩემოდნები დატოვეს და სკანდირებდნენ: „წადი“
მამუკა ხაზარაძე - მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

03.10.2024 ნახვები: 253

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა.

ჯაიანის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

აღნიშნული ექსპერტიზით უნდა დადგინდეს მკვლელობის ჩადენის მომენტში ბრალდებული იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში.

ექსპერტიზის ჩასატარებლად ჯაიანს მოსამართლის განჩინების შემდეგ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მოათავსებენ.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა