პარლამენტთან კარვებს შლიან
ვაჟა სირაძე - რუსთაველის გამზირი დაკეტილია და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის?
თინა ბოკუჩავა - ეს არის პირველი პარლამენტი, რომლის სხდომას არ ესწრება არცერთი ელჩი, პრეზიდენტი და პარტიები, არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია
ზურაბ ჯაფარიძე - ჩვენ ვაპირებთ ღამის გათენებას და ვნახოთ, თუ დაგვჭირდა კარვებსაც გავშლით
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
ლევან ხაბეიშვილი - მოქალაქეები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან უერთდებიან რუსული და თვითმარქვია ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს
ქალთა მარშის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ სიმბოლურად ჩემოდნები დატოვეს და სკანდირებდნენ: „წადი“
მამუკა ხაზარაძე - მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას

თბილისში „მაკდონალდს საქართველოს“ ორი ახალი რესტორანი გაიხსნა

03.10.2024 ნახვები: 264

 

თბილისში „მაკდონალდს საქართველოს“ ორი ახალი რესტორანი გაიხსნა. ახალი რესტორნების ჩათვლით, თბილისში “მაკდონალდსის” ჯამში - 18, საქართველოს მასშტაბით კი 25 რესტორანია. ახალ პროექტებში კომპანიამ 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 110-მდე ადამიანი დაასაქმა.

 

გოთუას ქუჩის N7-ში მდებარე “მაკდონალდსის” რესტორანი უახლესი ეკოსტანდარტებით აშენდა და შშმ პირებზე მორგებულ ინფრასტრუქტურასა და 24-საათიან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. რესტორნის ტერიტორია 2300 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელიც დასაჯდომ ღია და შიდა სივრცეებს, ტერასას, სარეკრეაციო ზონას, პარკინგს, დრაივის 24-საათიან მომსახურებასა და დაბადების დღის ცენტრს აერთიანებს.

 

რესტორნის ინტერიერი პრემიალურია და ამ სტილის „მაკდონალდსის“ რესტორანი პირველია ქართულ ბაზარზე. რივერსაიდის რესტორანი აერთიანებს თვითმომსახურების განახლებულ კიოსკებს, ბავშვთა გასართობ ფლეილენდსა და მაკკაფეს კუთხეს.

 

რესტორნის სახურავზე განთავსებული მზის პანელები ყოველდღიურად 46 კვ.ტ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც რესტორნის ოპერირებისთვის საჭირო ენერგიის ნაწილს უზრუნველყოფს. საპარკინგე სივრცეში განთავსებულია ავტომობილის ელექტრო დამტენი სადგურები. რესტორნის ტერიტორიაზე კი განთავსებულია ცოცხალი მცენარეებით დამზადებული მწვანე კედელი, რომელიც, დეკორატიული დანიშნულების გარდა, ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს და ტენიანობის ბალანსს ინარჩუნებს.

 

უახლესი ეკო სტანდარტებით სტუმრებს უკვე ვაჟა-ფშაველას გამზირზე N71-ში გახსნილი ახალი “მაკდონალდსიც” მასპინძლობს. ორივე ახალ რესტორანში განთავსებულია მაკკაფე და ხელმისაწვდომია მაკსაუზმე.

 

„მაკდონალდს საქართველოს“ მთავარი ფინანსური მხარდამჭერი თიბისია.

 

„ვულოცავ “მაკდონალდსს” კიდევ 2 ახალი რესტორნის გახსნას, რომლებიც ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი სტანდარტითაა მოწყობილი. „მაკდონალდს საქართველოსთან“ 2017 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, ჯამში 7 რესტორანი გაიხსნა. 3 წლის წინ, თიბისის მხარდაჭერით, „მაკდონალდს საქართველოს“ კვების ხაზს, პურ-ფუნთუშეულის საწარმოს - „ბრედფილდის“ სახით, მსხვილი და მნიშვნელოვანი კომპონენტი - ეროვნული წარმოება დაემატა, რომელიც ქართული პროდუქტით „მაკდონალდსის“ მუდმივად მზარდ ადგილობრივ ქსელს ამარაგებს და ქვეყნის გარეთაც გადის. „მაკდონალდსთან“ პარტნიორობით, ჩვენ თიბისისთვის პრიორიტეტულ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას ვუჭერთ მხარს: დასაქმებას, ხარისხის და სერვისის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას, ქართული პროდუქტის წარმოებასა და ექსპორტს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

„მაკდონალდს საქართველო“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით, რესტორნების ქსელში 2100-მდე ადამიანია დასაქმებული. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი, „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

 

„მაკდონალდს საქართველოს“, სხვადასხვა მიმართულებით, დღემდე 185 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 216 მილიონ ლარს აღწევს. „მაკდონალდს საქართველო“ 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას და დამატებითი მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა