ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დიმიტრი ჩიქოვანი - უკვე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა თავის დასკვნაში, რომ ის მეთოდები, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოიყენა პროტესტის დროს მონაწილეების, მათ შორის, ჩემს წინააღმდეგ, არის ძალადობრივი

ნახვები: 521 დიმიტრი ჩიქოვანი - უკვე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა თავის დასკვნაში, რომ ის მეთოდები, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოიყენა პროტესტის დროს მონაწილეების, მათ შორის, ჩემს წინააღმდეგ, არის ძალადობრივი

უკვე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა თავის დასკვნაში, რომ ის მეთოდები, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოიყენა პროტესტის დროს მონაწილეების, მათ შორის, ჩემს წინააღმდეგ, არის ძალადობრივი, არაადამიანური და ანტიდემოკრატიული, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავად აორგანიზებს კონკრეტულ ადამიანებზე თავდასხმას და ასეთი საქმეების გამოძიება მათ ინტერესებში არ შედის.

„უკვე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ის მეთოდები, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოიყენა პროტესტის დროს მონაწილეების, მათ შორის, ჩემს წინააღმდეგ, არის ძალადობრივი, არაადამიანური და ანტიდემოკრატიული. ჩემს საქმეში გამოძიება ძალიან გვიან დაიწყო, მიმდინარეობს შეფერხებებით და დაზარალებულად ცნობაც დიდი დაგვიანებით მოხდა. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, კვლავ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს საქმის მასალების გადაცემასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ სრულად ვეთანხმები ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ამგვარ დასკვნას და დავეთანხმები აშშ-ის საელჩოს დღევანდელ პოსტს, რომ „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.

ჩემზე თავდამსხმელების იდენტიფიცირება მალევე მოხდა ჩემი და მედიების მიერ მოპოვებული ვიდეოკადრებით. ყველამ ვიცით, რომ როდესაც „ქართულ ოცნებას“ რაიმეს გამოძიება სურს, საათებში იძიებს და აქვეყნებს მასალას, მაგრამ 8 მაისის დაზარალებულების შემთხვევაში, ეს არ მომხდარა, რადგან თავად არიან როგორც დამკვეთები, ასევე შემსრულებლები, და, შესაბამისად, ამ საქმის გამოძიება „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის,“ - განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა