ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

გერმანიის ელჩი - ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ გაწევრიანებას - თუ მისგან პირს შეიბრუნებთ - შეიბრუნებთ, არ იქნებით ევროკავშირის წევრი

ნახვები: 536 გერმანიის ელჩი - ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ გაწევრიანებას - თუ მისგან პირს შეიბრუნებთ - შეიბრუნებთ, არ იქნებით ევროკავშირის წევრი

ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ ევროკავშირში გაწევრიანებას, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რა მოხდება, თუკი საქართველო და მომავალი მთავრობა პირს შეიბრუნებს ევროკავშირისგან და გაქვთ თუ არა ინსტრუმენტები იმისთვის, რომ საქართველო ამ კურსისკენ დააბრუნოთ, ელჩმა უპასუხა:

„ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. თუ პირს შეიბრუნებთ - შეიბრუნებთ, მაშინ არ იქნებით ევროკავშირის წევრი“, - აღნიშნა ელჩმა.

26 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრისას კი პეტერ ფიშერმა ხაზი გაუსვა, რომ არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს.

„არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი მთავრობა გყავდეთ მომავალში და როგორი მიმართულებით გინდათ ქვეყანა წავიდეს. ეს მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა